ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც ვაშინგტონში ხდებოდა – ანგელა მერკელი

“სამწუხაროა, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხი ამ დრომდე არ აღიარა” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

“ძდემოკრატიის მთავარი წესია, რომ არჩევნების შემდეგ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. ორივე მხარე როლს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს, რათა საბოლოო ჯამში დემოკრატია დარჩეს გამარჯვებულად. ძალიან გაბრაზებული ვარ იმის გამო, რაც ვაშინგტონში ხდებოდა. დემოკრატია აგრესორებსა და მეამბოხეებზე უფრო ძლიერია და რამდენიმე კვირაში აშშ დემოკრატიის ახალ ფურცელს გადაშლის“ – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

წყარო: ptn.ge