საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა.
ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 12.7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მხოლოდ 0.1 მლნ ტონით აღემატება.
ზრდა ბათუმის ნავსადგურის, სუფსისა და ყულევის ტერმინალებზე მოდის, კლება მხოლოდ ფოთის ნავსადგურში დაფიქსირდა.
2020 წლის პირველ 9 თვეში, სუფსის საზღვაო ტერმინალმა 3.1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მლნ ტონით აღემატება.
იმავე პერიოდში, 2,7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა ბათუმის ნავსადგურმა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2,3 მლნ ტონა იყო.
ყულევის ტერმინალი იანვარ-სექტემბერში 1.3 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენელებს 0.1 მლნ ტონით აღემატება.
რაც შეეხება ფოთის ნავსადგურს, აქ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადარებით ტვირთების გადამუშავების ჯამურ მაჩვენებელში 0,8 მლნ-იანი კლებაა.
წყარო: itv.ge