გამოკითხვა: რომელი უფრო გულისამრევია – ამერიკული დემოკრატიის “ზეიმი” თუ ქართულ-სოროსული მასმედია?

ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების ფონზე, საინტერესოა, ნორმალურ ხალხში ჩატარდეს გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რა უფრო მიუღებელია (ჩემთვის – ამაზრზენიც ანუ გულისამრევი) – ის ამერიკული “დემოკრატია”, რასაც ვაკვირდებით არა მხოლოდ ამ დღეებში, არამედ უკვე ათწლეულების მანძილზე, თუ ქართულ-სოროსული მასმედიის ოინები.

კერძოდ, რაც ტელეარხებს გადავხედე, ე. წ. ქართულ საინფორმაციო გამოშვებებში ნორმალურად, დაწვრილებით, მაყურებელს არ აჩვენეს ის მძაფრი კადრები, რომლებიც კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს ასახავდა. ყოველ შემთხვევაში, “იმედისა” და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გამოშვებებში ამერიკაში გადაღებულ კადრებს სჭარბობდა ქართველი ვაიპოლიტიკოსების კომენტარები ამერიკის მოვლენების შესახებ. მაგალითად, ყველასათვის “საყვარელი” ირაკლი კობახიძე გახდა აშშ-ში განვითარებული მოვლენების მთავარი “წყარო”. არ აჩვენეს არც სროლის, არც კონგრესმენთა გაქცევის ვიდეოჩანაწერი, არც კაპიტოლიუმში იატაკზე გართხმული ადამიანები, არც ნენსი პელოსისა და სხვათა კაბინეტებში შეჭრილი ტრამპისტები… სოროსის ქართულმა ტელეარხებმა ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, თითქოს ასეთ სცენებს ადგილი არ ჰქონია.

სავარაუდოდ, სოროსისტების ამოცანაა, ქართველებში არ შეირყეს ამერიკის, როგორც “დემოკრატიის სამშობლოს” იმიჯი. თუმცა ეს იმიჯი ამერიკას დიდი ხანია, აღარ აქვს, მათ შორის, საქართველოში. ყველაზე უფრო ბრიყვი “ნაციონალიც” კი დარწმუნებულია იმაში, რომ ამერიკას დემოკრატია ნაკლებად აღელვებს. მაგრამ კობახიძე და მისი ამფსონები, ისევე, როგორც ქართულ-სოროსული ტელევიზიები, თავებს ისულელებენ, რადგან ასე აწყობთ.

ეს ყველაფერი კარგი, გავერკვევით, ბოლოსდაბოლოს, რომელი უფრო გულისამრევია – ამერიკული დემოკრატია თუ ქართულ-სოროსული მასმედია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ – კობახიძეებს და მის მსგავს სულიერ სიმახინჯეებს ამერიკამ არგუმენტი მისცა მომავლისთვის – ზედმეტად თუ გაიქნევ ხელს, შეიძლება, უკვე დამიზნებით გესროლონ ტყვია (რეზინის გარეშე!). ვაშინგტონის კაპიტოლიუმში დაღუპული რამდენიმე ადამიანი ამ საფრთხეს ქმნის საქართველოშიც, რომელიც იძულებულია, ამერიკის წამბაძველობით იცხოვროს მუდმივ მონობაში.

 

გულბაათ რცხილაძე