თბილისი ულამაზესი ილუმინაციებით განათებული ხვდება ახალ წელს

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. უკვე განათებულია , თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, რობაქიძის, წერეთლის და გურამიშვილის გამზირები, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩები.

უახლოეს პერიოდში  დედაქალაქის სხვა გამზირები და ქუჩებიც  განთდება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო, უკვე არსებული ილუმინაციები კი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა