რა ვითარებაა გაგრაში – დე-ფაქტო ხელისუფლება განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს (ფოტო)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მეხანძრეებმა რეგიონში არსებული ხანძრების ლოკალიზაცია შეძლეს.

ამავე ცნობით, გაგრის რაიონში 8 იანვრის დილას ხანძრის გავრცელება ფრაგმენტული იყო ქალაქის მაღალმთიან ნაწილში, ხოლო სანაპირო ზოლში ცალკეული კერები რჩება.

როგორც ე.წ. სამაშველო სამსახურში აღნიშნეს, ხანძრის შედეგად, გაგრის რეგიონში დაახლოებით ექვსი ჰექტარ ფართობზე გამხმარი ხეები და ტყის ქვედა საფარი დაიწვა.