წერეთელი სააკაშვილს: მიხედე რა შენ უკრაინას…ყოფილმა დიქტატორმა ბენდერმა დღეს ჩართვისას განაცხადა…

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოკლედ ამ სატელევიზიო არხების გადართვამ ზოგჯერ ტრაგიკული სიტუაცია შეიძლება შექმნას და მორიგი არხი აღმოჩნდეს “მთავარი არხი” და იქ ყოფილი დიქტატორი ოსტაპ ბენდერი – სააკაშვილი გამოდიოდეს

დიქტატორმა ბენდერმა დღეს ჩართვისას განაცხადა რომ თურმე საქართველო ჩინური კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას აპირებს და იყო ერთ ამბავში, საქართველო დაღუპესო, ხალხი არ ადარდებთო…

ამ დროს მინდა შევახსენო ამ უკრაინელ პოლიტიკოსს და უკრაინაზე შეყვარებულ ადამიანს რომ 30 დეკემბერს უკრაინამ ხელი მოაწერა 1.8 მილიონო დოზა ჩინური წარმოების “სინოვაკი”-ს ვაქცინის შემოტანაზე

ასე რომ მიდი რა მიხედე შენ უკრაინას ბენდერ”