მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის შემთხვევები არ გავრცელდეს

მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის შემთხვევები არ გავრცელდეს – ეკატერინე ტიკარაძე

“საპატიმროში კორონავირუსი დღემდე რომ არ იყო დაფიქსირებული, ეს სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი მართვის შედეგია” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ინფიცირებული პატიმარი სამოქალაქო საავადმყოფოებშია გადაყვანილი და ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენს გვაქვს რეკომენდაციები, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ პატიმრების იზოლაცია, რომლებიც ინფიცირებულები არიან, რაც უკვე მოხდა. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რათა საპატიმროებში ვირუსის შემთხვევები არ გავრცელდეს” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად, 46 პატიმრიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა.

წყარო: itv.ge