კოლუმბიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი მატების გამო, კოლუმბიის დედაქალაქში, ბოგოტაში მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს 21:00-დან დილის 04:00 საათამდე გადაადგილების უფლება არ ექნებათ. ამასთან, დაიხურა ყველა მეორეხარისხოვანი სავაჭრო ობიექტი. ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება უფლება, დატოვოს საცხოვრებელი საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად.

გადაადგილების შეზღუდვა 17 იანვრამდე იმოქმედებს.

კოლუმბიაში კორონავირუსით ინფიცირების 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 44 723 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: bm.ge