კორონავირუსი კიდევ 2 058 ადამიანს დაუდასტურდა, 529 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 058 ადამიანს დაუდასტურდა, 529 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 238 086 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 224 718, გარდაიცვალა 2 750 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია – 512, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – 3 867. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 754 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.