“ნაციონალი” ხაბეიშვილი, ალუმინის კიბე და ხმაური საკრებულოსთან

“ნაციონალმა”  ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან კიბე მიიტანა. რადგან საკრებულოს შესასვლელი ყველა კარი დაკეტილი იყო, ის საკუთარ კაბინეტში ასვლას კიბის საშუალებით აივნიდან ეცდებოდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატს კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა და ის შენობაში შეუშვეს.

თბილისის საკრებულოში დილიდან ხმაური იყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავდნენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ამასთან პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.