ცნობილმა ქართველმა მოკრივემ, აშშ-ის ციხეში იმიჯი შეიცვალა

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ციხეში გადაღებული ახალი ფოტოები ვრცელდება.

41 წლის სპორტსმენს იმიჯი შეცვლილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა.

ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.