— მინდა გაგახაროთ —
(გადაეცით ყველას ვისაც არ ეწყინება)
არც მოხუცი ვარ და უკვე აღარც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილებას არ ვუჩივი. ჰოდა, თუ ჩემ გამოცდილებას და ალღოს დავუჯერებთ დღეს მართლაც დასამახსოვრებელი დღეა ყოველი ჩვენთაგანისთვის, ანუ მათთვის ვინც სწორედ დღეს, ერთ ძალიან საჭირო შეხვედრას ვესწრებოდით. (ეს შეხვედრა ერთი ცნობილი და კარგი ქართველის მეცადინეობით შედგა) ვერ დავარქმევ ამ შეხვედრას ერთ კონკრეტულ სახელს, რადგან ეს იყო ძალიან გონიერი, გამოცდილი და მოღვაწე ქართველების (დღეს ასე უიშვიათესი) ჰარმონიული დიალოგი, რომელსაც სულ მალე მოყვება შედეგი. დეტალებს ჯერ ნუ გამახმაურებინებთ გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ დღეს ისეთ ერთობას ჩაეყარა საფუძველი, რომელმაც დღესვე დაგეგმა საქმე და უკვე დაიწყო მოქმედება ჩემი უშუალო მონაწილეობით. რაღა თქმა უნდა არცერთი იმ შეხვედრაზე მყოფი არ ვართ ასფურცელა, ან ამირანი, რომ მხოლოდ ჩვენმა ერთობამ და შრომამ შეცვალოს ,,ამინდები” საქართველოში… არა ზღაპრებს ნუ დავუჯერებთ. დღეს სწორედ ისეთი რამ გადაწყდა, რომლის ამოძრავებასაც თითეული გონიერი ქართველი ვჭირდებით ჩვენივე სხვადასხვა კუთხობრივი მონაწილეობით. ეს კი ერთობაა და ამ ერთობის ბირთვი ფოლადივით სანდოა. ეს მინდოდა მეხარებინა მეგობრებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ მაცხოვრის შობას. საწყისი ყოფილიყოს ეს დიდი დაბადება ახალი საქართველოს დაბადებისა. სიყვარული გადაგვარჩენს, თანაც აუცილებლად. ოღონდ ტვინის და ხელის განძრევაა საჭირო…
გურამ ქართველიშვილი