საქართველოს მთავრობამ გიორგი გახარიას ხელმეორედ პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ მოყოლილ მილოცვებს Faccebook-ის ოფიციალურ გვერდზე ცალკე ალბომი დაუთმო.
30 დეკემბერს შექმნილ ალბომში, რომელიც პერიოდულად ახლდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის ფოტოს თან მილოცვა აქვს დართული.
ამ დროისთვის ალბომში 11 პოლიტიკოსის ფოტოა ტექსტით. მათ შორისაა: უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში, პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ესტონეთის პრემიერმინისტრი იური რატასი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი იგორ მატოვიჩი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ანგელა მერკელი, ფილიპ რიკერი, იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯუზეპე კონტე.