არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ! – სუხიტაშვილი წიკლაურს

მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით დაავადდა. ორიოდე თვით ადრე კი გულის შუნტირება აქვს გაკეთებული. წიკლაური გორის ჰოსპიტალში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრი ადამიანი განიცდის და სოციალური ქსელის საშუალებით შეძლებისდაგვარად ამხნევებენ მას. წიკლურს გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთი მისი კოლეგა, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილია.

„არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი და უფროს კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.