წინ აღვუდგებით რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მოკავშირეებზე, მათ შორის საქართველოზე – კონგრესმენი მიკსი

წინ აღვუდგებით რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მოკავშირეებზე, მათ შორის საქართველოზე. აცხადებს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიკსი.

“ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელ ევროპაში. ამიტომ, არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს მისაღებია. მაგალითად რაც ხდება უკრაინაში, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით”, – ამბობს გრეგორი მიკსი.