Bloomberg-ი რუსული კოვიდ-ვაქცინის ძლიერ მხარეებს ასახელებს; სერბეთში 500 ათას დოზა რუსულ ვაქცინას ელოდებიან

სერბეთის ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გასულ ოთხშაბათს რუსული ვაქცინით აიცრნენ კორონავირუსზე.

თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. სერბეთი რუსეთიდან 500 ათას დოზა ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ მიღებას ელოდება, რათა უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ანა ბრნაბიჩმა.

კვირას ბრნაბიჩი და ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი მირსად ჯერლეკი მედპერსონალის ვაქცინაციის დაწყებას დაესწრნენ ბელგრადის საუნივერსიტეტო კლინიკა „ტირშოვაში“. მთავრობის მეთაურის თქმით, თვის ბოლომდე სერბეთში ვაქცინის 2 მილიონამდე დოზა შევა სხვადასხვა მწარმოებლებისგან, ხოლო თებერვალში კიდევ 1,5 მლნ დოზას ელოდებიან.

„დარწმუნებული ვარ, რომ წლის პირველი ნახევრის დასრულებამდე სერბეთში მასობრივ იმუნიზაციას დავასრულებთ — ასეთია ჩვენი მიზანი. გვაქვს შეთანხმება 8 მლნ დოზა ვაქცინაზე 4 მლნ კაცზე გათვლით“, — უთხრა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ქვეყანა ორშაბათს Pfizer–ისგან პრეპარატის დამატებით 18 525 დოზას მიიღებს და ასევე ელოდება დაახლოებით 500 ათას „სპუტნიკ V–ს“ რუსეთიდან.

მირსად ჯერლეკმა განმარტა, რომ სერბეთის ხელისუფლება COVID–19–ზე 720 ათასი მოქალაქის ვაქცინაციის პირველი ფაზის დასრულებას ამერიკულ–გერმანული Pfizer/BioNTech–ითა და რუსული „სპუტნიკ V–ით“ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გასულ ოთხშაბათს სწორედ რუსული ვაქცინით აიცრნენ კორონავირუსზე. სერბეთის მთავრობამ იმავე დღეს დაამტკიცა უახლოეს თვეებში „სპუტნიკ V–ს“ დიდი პარტიის მიწოდება.

როგორც ვაქცინის Twitter–აკაუნტზეა ნათქვამი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი და სერბეთის მთავრობა  ქვეყანაში 2 მლნ დოზა ვაქცინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ვაქცინის პირველი პარტია — 2,4 ათასი დოზა ბელგრადს 30 დეკემბერს მიეწოდა.

ვაქცინამ მესამე ფაზის კვლევები უკვე გაიარა და მისი ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. ამასთან ვაქცინირებულებში დაავადების მძიმე ფორმის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

სააგენტო Bloomberg–ის ჟურნალისტი სემ ფაზელი რუსულ კოვიდ–ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ კორონავირუსთან ბრძოლის ძლიერ კანდიდატად მიიჩენევს, რის შესახებაც მან სტატია გამოაქვეყნა.

ფაზელის თქმით, რუსეთი ამ პრეპარატით იმ მწარმოებლების ხუთეულში შევიდა, რომლებსაც წინასწარი შეკვეთები ჰქონდათ გაფომებული ვაქცინის მიწოდებაზე სხვადასხვა ქვეყნებთან.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვაქცინამ მესამე ფაზის კვლევები უკვე გაიარა და მისი ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. ამასთან ვაქცინირებულებში დაავადების მძიმე ფორმის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„ამ ფაქტების გათვალისწინებით, გამოცდების მესამე ფაზის შედეგების გარეშეც კი, არსებობს ყველა საფუძველი დასკვნისთვის, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V“ შეიძლება ისეთივე ძლიერი კანდიდატი იყოს, როგორებიცაა დასავლეთის ლაბორატორიებში შექმნილი პრეპარატები. რასაც ვერ ვიტყვით ჩინურ ვაქცინა CoronaVac–ის შესახებ“, — წერს ფაზელი.

მსოფლიოში პირველი კოვიდ–ვაქცინა „სპუტნიკ V“ გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის სწავლულებმა შექმნეს რუსეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატი გასული წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა ადამიანის კარგად შესწავლილი და შემოწმებული ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე დამზადდა, რომლის უმნიშვნელოვანესი უპირატესობაც არის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ასევე ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების  არქონა.