არქეოლოგებმა საბერძნეთში ბრინჯაოს ხანის ორი სამეფო საფლავი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა საბერძნეთში ბრინჯაოს ხანის ორი სამეფო საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ძვირფასეულობა და არტეფაქტებია. საფლავი 3000 წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღმოჩენებს შორის არის ოქროს ბეჭედი და ყელსაბამი, ერთზე ხარები, მეორეზე კი ეგვიპტური ქალღმერთია გამოსახული. ამერიკელი მკვლევრების თქმით, ეს აღმოჩენა მიკენური ვაჭრობისა და კულტურის შესახებ სპეციალისტებს ინფორმაციას მისცემს.

მეცნიერებს განსაკუთრებით დააინტერესათ ოქროს ბეჭედმა, რომელზეც ხარები არიან გამოსახულები, ბეჭედზე დატანილია ასევე მარცვლეულის თავთავი, რაც სპეციალისტების აზრით სოფლის მეურნეობის საწყისებზე მიუთითებს.