ერეკლე კუხიანიძე გამყოფ ხაზთან ამაოდ ცდილობს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეღწევას

ერეკლე კუხიანიძე გამყოფ ხაზთან იმყოფება. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ის უკვე მეორე დღეა ცდილობს,  არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეს. კუხიანიძე აცხადებს, რომ სურს, წვლილი შეიტანოს ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში.

“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ ვითომ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვა და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის,”- განაცხადა კუხიანიძემ.