მიბაძეთ – გიორგი ხაზიურმა მშობლიური სოფლის სკოლის ყველაზე გაჭირვებულ 11 ბავშვს 50 ლარიანი ვაუჩერები აჩუქა საახალწლოდ

მაღაზიათა ქსელ “გერმაინია”-ს დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ხაზიური სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს ავრცელებს: ” მიბაძეთ ყველამ !!!!!!!!! ჩემი მშობლიური სოფლის სკოლის 11 ყველაზე გაჭირვებულ ბავშვს , დავურიგე 50 ლარიანი ვაუჩერები , წინასაახალწლოდ ჩემს მაღაზია გერმანიაში ტანსაცმელის შესაძენად.


ყველამ რომ პატარა რაღაც გავუკეთოთ გაჭირვებულ ბავშვებს და შევეხიდოთ საახალწლოდ მაინც მათ ოჯახებს , ამაზე დიდი მადლი არ არსებობს ”
სააგენტო “ნიუს ფრონტისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბატონი გიორგი ადასტურებს ამ ფაქტს, აგრეთვე გვამცნობს, რომ შაბათს 21 დეკემბერს ის ქ. გურჯაანში 10 უნარშეზღუდულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვს , ხოლო შაბათ-კვირას კი ქ. თელავის 15 უნარშეზღუდულ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვს გადასცემს 50 ლარიან ვაუჩერს.
მასთან საუბარში აგრეთვე გაირკვა, რომ თბილისის დიდი წყალდიდობისას ცამეტივე დაღუპულის ოჯახებს მან გადასცა 5 ტონა ღვინო, ანუ 400-400 ლიტრი ოჯახს. ამ ფაქტს აქამდე ბატონი გიორგი არ ახმაურებდა, თუმცა წლები გავიდა და ჩვენს თხოვნას გავავრცელოთ ეს ფაქტი ის ყოყმანის შემდეგ დათანხმდა.
ღირსეული ქართველი ბიზნესმენის ქველმოქმედების ამბავი გვსურს დავამთავროთ მისივე სიტყვებით: ” მოვეფეროთ გაჭირვებულ , მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და საახალწლოდ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ!”

https://www.facebook.com/giorgi.xaziuri.39/posts/2627709403990332