როცა ასე მძიმეა მისი მდგომარეობა, ამ თემაზე ამდენი ღლიცინი უადგილო მგონია, თორემ, თუ მდარე იუმორში ეჯიბრებით ერთმანეთს, მიდით…

ძაან ღლიცინებთ წიკლაურზე და მძიმედაა ის კაცი, სხვათა შორის!
ოჯახის ახლობელმა გაავრცელა ეს ინფორმაცია პირველად, როგორც გავიგე და არ მეგულება ადამიანი და მედია, მათ შორის, არც ის ტელევიზიები, ვისაც არ ახსენებთ, ვინც გულის ტკივილით არ დაწერა/თქვა და არ მინდა მეგულებოდეს ადამიანი, ვისაც არ გაუხარდა, რომ ცოცხალია!

მერე ზოგმა სასწრაფოდ წაშალა, ვითომ არ ედო და ერთეულებმა არჩიეს, რომ ეთქვათ სიმართლე, ეთქვათ, რა მოხდა სინამდვილეში.

ბებიას ძმა გამოგვატანეს ქუთაისის საავადმყოფოდან, გარდაიცვალაო გვითხრეს, ჩოხატაურში, ზეწარი რო ხელით წამოსწია და წყალი მოითხოვა, სასაცილო არ იყო, არ მოგატყუებთ, მაგრამ “ზალაში” ჩამწკრივებული სკამები რომ დავაბრუნეთ თავის ადგილას და შუა ოთახში გამზადებული ტახტი გადავმალეთ, ახალგაცოცხლებულმა საჭმელი რომ ჭამა და დაგველაპარაკა, მერე ვიცინეთ, კი!
გამოკეთდეს და თქვენზე ნაკლები სიცილი არ იცის!
ახლა კი, როცა ასე მძიმეა მისი მდგომარეობა, ამ თემაზე ამდენი ღლიცინი უადგილო მგონია, თორემ, თუ მდარე იუმორში ეჯიბრებით ერთმანეთს, მიდით…

სოციალური ქსელი ფეისბუქი:  თამო კეშა