საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგება მოხდება.
“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება” – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ რადგან მოზარდმა სუიციდი გადაწყვიტა მართლმადიდებლური ეკლესია წესს არ აუგებდა.
საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ლუკას სიკვდილი არ იყო თვითმკვლელობა და ეს იყო იძულება.
წყარო: “ალია”