მალე დაგასვამენ თავზე ახალ ,,ბელადს”,  თქვენს გემოვნებას და გონებრივ მონაცემებს რომ შეეფერება, ისეთს შეგირჩევენ, არ იდარდოთ…

— მ ა ლ ე .. —
რატომ მეგობრობთ ფეისბუქში მიშისტები და ბიძგვინისტები ჩემთან? მაზოხისტები ხართ? არადა მიშა უკვე დიდი ხანია მოგაცილეს და არც ბიძგვინას დაგიტოვებენ აწი დიდ ხანს. რაღა გეშველებათ მერე?

თუმცა ახალს დაგისვამენ ვინმეს, სპეცსამსახურებში ანტიქართველად დაგეშილს და მეცენატის ნიღბით შემოსილს. მერე ის ახალი ,,მეცენატი” ახალ ,,სამებას” აგვიშენებს, იერარქებს ფულით აავსებს, მარად გასაყიდად გამზადებულ ინტელიგენციას ხურდაში იყიდის და ხალხი მასაც გააღმერთებს. ხოლო ამ ,,გაღმერთების” და ქრთამების ელიტარული ჩაჯიბვის შემდეგ, ისევ წინამორბედების ანტიქართულ საქმიანობას გააგრძელებს: – თუ ვინმე უწიგნურია დააწინაურებს, მილიონერებს ისევ გააძარცვინებს ხალხს, ნარკომანიის პროპაგანდას გააასმაგებს, სკოლებს უფრო ანტიქართულს და დამადებილებელს გაუხდის ჩვენ შვილებს ვიდრე დღესაა და იმ სახელმწიფო ქონებასაც გაყიდის უცხოელებზე რაც ბიძგვინა-მიშას სტომაქს გადაურჩა საქართველოში.
ნუ ინერვიულებთ ბელადების წასვლის გამო მიშისტ-ბიძგვინისტებო! მალე დაგასვამენ თავზე ახალ ,,ბელადს”.
თქვენ გემოვნებას და გონებრივ მონაცემებს რომ შეეფერება სწორედ ისეთს შეგირჩევენ, არ იდარდოთ…

გურამ ქართველიშვილი