თავდაცვის მინისტრისა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა და მას გუნდი პარტიის თავმჯდომარეობაზე ერთსულოვნად დაუჭერს მხარს.
“მე მინდა გითხრათ შემდეგი, რომ ირაკლი კობახიძე არის გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი, კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით იურისპრუდენციაში გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არაერთი წელია ირაკლი კობახიძე ჩართულია ჩვენი პარტიის საქმიანობაში. ის მანამდე იყო აღმასრულებელი მდივანი და ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იყო ჩვენი პარტიის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული საჯარო წერილიდან ცნობილი გახდა, რომ ის პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.