კიდევ ერთი ტრაგედია. კიდევ ერთი თვითმკვლელობა. სამეგრელოში 17 წლის სალომე ქურდობაძემ წუხელ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად“ – ეს არის 17 წლის გოგოს ბოლო პოსტი „ფეისბუქში“, რითიც ის 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ამ პოსტიდან რამდენიმე საათში კი გოგონამ ლუკას მსგავსად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა იპოვეს. წერილიც სწორედ შემთხვევის ადგილზე ეგდო, სადაც გოგონა უმძიმესი გადაწყვეტილების შესახებ წერდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო : ,,თაიმერი”