აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტებით, მომდევნო დღეებში, ქვეყნის 50-ვე შტატში შეიარაღებული საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ეიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ყველა შტატში საკანონმდებლო ორგანოებთან აქციები 16-დან 20 იანვრამდე იგეგმება, ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის შენობასთან კი 17-დან 20 იანვრამდე.
ამერიკული ტელეკომპანია ფედერალური ბიუროს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თუ კონგრესი შეეცდება პრეზიდენტის გადაყენებას 25-ე შესწორებით, შეიარაღებული ჯგუფები დიდ აჯანყებას დაიწყებენ.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.