ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერით განაცხადა:

„არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭირვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა. თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია ქონების დაცვის, მაგრამ როგორც თადარიგიანმა კაცმა, როგორც ალღოიანმა ბიზნესმენმა, მან დაუშვა ის მომენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თუ ოპოზიცია მოიპოვებს და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს, მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება, მის მილიარდებსაც საფრთხე დაემუქრება“