მეამაყება, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი ვიყავი – კახა კალაძე

“მეამაყება, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი ვიყავი” – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ იმედის გადაცემაში „ღია ეთერში” განახადა.

“ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან ქართველი ხალხის წინაშე აიღო, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, არსებობს პრობლემები. არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ დღეს ყველაფერი კარგადაა, არ არსებობს პრობლემები. რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ იმის მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის გუნდი, რომელთაც არსებული პრობლემები, საზოგადოების გაჭირვება კარგად ესმით” – აღნიშნა კალაძემ.

წყარო: bm.ge