ამ ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის – ხათუნა გოგორიშვილი

„ამ ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

როგორც გოგორიშვილი ამბობს,  სანამ ოპოზიციის ყველა პირობა არ შესრულდება, ეს კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს.

„არანაირი სქემა მას არ უთქვამს, რაღაც წამოაყრანტალა, 2 სიტყვა გაუგია ეტყობა, რომ სადღაც ტარდება ელექტრონულად. ეს არის უბრალოდ ხელოვნური შეთავაზება, რომელსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება, სანამ ყველა სხვა პირობა რომელიც დაყენებულია კრიზისის განსამუხტად არ შესრულდება“, – აცხადებს  ხათუნა გოგორიშვილი.