გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
„კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის შედეგად მიიღო. მისივე თქმით, სწორედ ამერიკის სანქციების შიშის გამო გადააფორმა მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ფონდ “ქართუზე“.