“ტაში, ქალებო, ჯაფარა ცეკვავს!” – ბაია პატარაია ზურა ჯაფარიძეს აკრიტიკებს

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქყვეყნებს და “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს აკრიტიკებს.

“ქალი დეპუტატის მეგობარიაო, ზურა გირჩს უთქვამს, თუ საჭირო გახდა, ყველა გირჩელი ქალი საკუთარ თავს უარყოფს პარტიის გულობიზაო.

ადრე ხო იყო ასეთი ლექსი:

“მოვკლავ დედას, მოვლავ მამას,
თუ პარტია მეტყვის ამას!”

ეგ ახალ ლეველზე ავიდა – საკუთარი თავი უნდა გაიუქმო და ამოიძირკვო სიიდან დიადი მიზნებისთვის.

აი, თვითმმართველმა ქალაქებმა რომ თავები გაიუქმებს ამას წინათ, ხომ გახსოვთ? იგივე ამბავია რა… ასე ესმის გირჩს პროგრესი და სამართლიანობა.

სერიიდან: ტაში, ქალებო, ჯაფარა ცეკვავს!”, – წერს ბაია პატარაია.