რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში?
‘მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება…
ჩვენი
დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის…ეს ბევრმა იცის,დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა.ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა.ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე გაუკეთეს მასაც.სმსით მოვიდა პასუხი რომ კოვიდი მას არ აქვს.ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს…
ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა,სადაც გარკვევით წერია რომ მისი პასუხია -უარყოფითი!
ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს…
რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში?
გარდა იმისა,რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ?
იმედია გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც,მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ- რატომ?..’
ავტორი:მაკა რაზმაძე
სულ სხვას რომ აბრალებთ ყველაფერს- ჩვენ თუ დავუტოვეთ რუსეთს სხვა ვარიანტი?!