ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ივანიშვილს არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ბრძოლიდან.
“ეს არის პირდაპირ გაქცევა და პასუხიმგებლობის გადაბარება სხვა ადამიანებისთვის. ერთის მხრივ, მას არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ამ ბრძოლიდან და მეორე ისაა, რომ დიახაც, ეშინია. ეშინია, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ბიძინა ივანიშვილმა იცის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ყველაზე კარგად მან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მას ზურგი შეაქცია. ამიტომ, ის ცდილობს, ერთის მხრივ, პასუხიმგებლობა მოიხსნას და მეორეს მხრივ, საკუთარი ფინანსური რესურსების მობილიზაცია მოახდინოს, რომ არ დაემუქროს რაიმე საფრთხე” – აცხადებს უდუმაშვილი.