“დე ფაქტო” პატრიმრობა: ცხინვალის სასამართლო შეუვალია, ვაჟა ექიმს 1 წელი და 9 თვე მიესაჯა

უპასუხისმგებლო ქართველი პოლიტიკანების ავმა საქმიანობამ თავისი ქნა: ცხინვალის სასამართლო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მთელი სიმკაცრით მოექცა: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“, – წერს ასათიანი „ფეისბუქში“. ასათიანს სიტყვა “დე ფაქტოს” ან “ეგრეთ წოდებულის” ხსენება დაავიწყდა, თორემ იგულისხმება.

შეგახსენებთ, ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ცხინვალის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს,  ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.