ექიმები, უნდა დაალოქდაუნო, დატოვო შემოსავლის გარეშე, როგორც სხვებს ტოვებენ…- ზურა ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძის წინააღმდეგ

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცევრვაძის განცხადებას ეხმაურება.

 

„ეს ადამიანები, კრებსითად ‘ექიმებს‘ რომ ეძახიან, ვისი რეკომენდაციებითაც ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში და შემოსავლის გარეშე, უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ უნდა დატოვო შემოსავლის გარეშე, ვისაც აქვს – დაუხურო ბიზნესი, აუკრძალო გადაადგილება, მისცე 200 ლარიანი შემწეობა და ა.შ. და სამი თვის მერე დაიწყო მათი რეკომენდაციების მოსმენა.

შარშან გაზაფხულზე უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ ახლაც ღირს დაწყება და მათ ქცევაზე დაკვირვება“, – წერს ჯაფარიძე სოცქსელში.