“დამისახელეთ ივანიშვილისგან დახმარებული ერთი უპატრონო პენსიონერი… არავინ ითვლის მათხოვარი ივანიშვილის ფულს…” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში, ივანიშვილის მიერ ქონების “ქართუ ფონდისთვის” გადაცემის საკითხზე და ქველმოქმედებაზე საუბრობს:

“ამ ქონების გადანაწილება მიმართული ყუერადღების გადასატანად… – ეს არის მიზერი იმ მილიარდებისა, რომელიც საქართველოდან წაიღო.

არავინ ითვლის მათხოვარი ივანიშვილს ფულს, რაში მაინტერესებს მაგის ფული. ეს არ არის ივანიშვილის ფული, ეს არის ჩვილი ბავშვების ფული, რომლებიც შიმშილით იხოდებიან, ეს არის იმ პენსიონრების ფული, რომლებიც ასევე შიმშილობენ, ეს არის იმ ავადმყოფების ფული, წამალი რომ ვერ უყიდიათ და ოპერაცია ვერ გაუკეთებია, ეს არის იმ ასეულ ათასობით სტუდენტის ფული, რომლებსაც სტატუსი შეუჩერეს, რადგან გადასახადი ვერ გადაიხადეს, ეს არის იმ ემიგრანტების ფული, რომლებიც დღედაღამ მუშაობენ, ბრუკლინში, მილანში, პარიზში, მადრიდში, რომ გამოაგზავნონ აქ და ამათმა გარემოცვამ ჯიპები იყიდოს, კაბინეტები გაარემონტოს, ავეჯი შემოიტანოს, ბიზნესი გააკეთოს და 1 თეთრიანი წყალი, ელექტროენერგია, თუ ნაგვის გატანა გახადოს ოთუსბირი. 25 მილიარდი ისე აახაპა საქართველოს ეკონომიკას, როგორც არაფერი და ეს ფული თავის სახელზე კი არ დააბანდა, გააერთიანა აბრამოვიჩის, ლებედევის და სხვა მისი კლასტერის ბიზნესმენების ფულთან და ერთად ატრიალებენ და ერთად ათეთრებენ. ისინი გადასახადებს იხდიან თავის ქვეყანაში, ივანიშვილისგან განსხვავებით და ქონების 10 პროცენტს ახმარენ ქველმოქმედებას, ეხმარებიან მიუსაფარებს…

თქვენ დამისახელეთ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებული ერთი უპატრონო პენსიონერი.. ვერ დაასახელებთ, არ არსებობს. ქეთი დოლიძის დახმარება და ბანდიტების და ზონდერების დახმარება არ არის ქველმოქმედება. რა არის ქველმოქმედება? ქველმოქმედებაა მთავრობის მიერ გამოკვებილი ე.წ. მსახიობების, ჩემპიონების, მლიქვნელების დახმარება? ქველმოქმედებაა, როცა უპატრონოს ეხმარები, როცა ჩააკითხავ მთის სოფელში ერთადერთ დარჩენილ მოხუცს, კატას რომ ეფერება, დამლაპარაკებელიც რომ არ ჰყავს და ერთ ტომარა ფქვილს ჩაუტან, როდესაც მიხვალ ტაძარში რომელიმე სოფლის და ნახავ, რომ ახალგაზრდა წყვილი ჯვარს იწერს და ას დოლარს მაინც ჩაუდებ ჯიბეში, მე გამიკეთებია პირადად ეს… როდესაც შეივლი რეანიმაციაში და კითხავ მთავარ ექიმს, აბა, რომელი ვერ იხდის ფულს, მე გადავიხდი – ეგაა დახმარება. როდესაც გამოაცხადებ კონკურს და იტყვი, რომ 100 ბავშვის შერჩევა გინდა ჰარვარდში გასაგზავნად და რომ გაიმარჯვებს ლაგოდეხელი ბავშვი, ჰერეთელი ბავშვბი, ფარცხანაყანებელი ბავშვი, ლაგოდეხელი ბავშვი და მათ გაუშვებ სასწავლებლად, ეგ არის დახმარება. დანარჩენი ყველაფერი არის კრიმინალი და მწარედ აგებს პასუხს ის და მისი შთამომავლობა.”