რელიგიურ ნიადაგზე შუღლს სახელმწიფო უწყებებში მოკალათებული ადამიანები აღვივებენ – გოგაშვილის სკანდალური განცხადება

სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს

ჩვენს ქვეყანაში,ჩვენს სამშობლოში, ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად მრწამსისა, წარმომავლობისა და აშ.

აქ არ არსებობდა და არ იარსებებს შუღლი, შეურიგებლობა და მიუღებლობა განსხვავებულისა.

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის მაგალითია ტოლერანტობის, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის

მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ არიან ადამიანები მოკალათებული, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მიზანმიმართულად ხელს უწყობენ საქართველოში ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებას.

ბევრი ფაქტია ამის. ისინი არიან საქართველოს მტრები, პირდაპირ ვაცხადებ: ისინი ანადგურებენ სახელმწიფო საქართველოს

!!!ყველანაირი ინფორმაცია არსებობს და დევს, ამიტომ გაბედულად იმოქმედოს სახელმწიფომ და აღკვეთოს ყველა მსგავსი პროვოკატორის მოქმედება, მკაცრად, კანონით.

კიდევ არაა გვიანი…სანამ არ დაუშლიათ ბოლომდე ჩვენი სამშობლო

ჩვენ ვართ საქართველო”