ერთმანეთის მონაცვლე, მოღალატე, გაიძვერა, უთაო ხელისუფლებებო, ეგ თავები, მარტო იმიტომ გაბიათ, რომ კოსტუმები არ წამოგძვრეთ?

ქართული გენეტიკით მართული – საბჭოეთი.
ლენინის სიკვდილის შემდეგ, სტალინმა, მიწების გლეხებისთვის გადაცემა გადაწყვიტა, და ამ იდეის განხორციელება, – ქართული ექსპერიმენტით უნდა დაწყებულიყო. მისი მითითებით, საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარმა, სათანადო პროექტიც მოამზადა მაგრამ, მაშინ სტალინის გეგმები, – ზინოვიევმა ჩაშალა, და სტალინს, – „სოფლად – ლენინური ხაზის გამრუდება“ დააბრალა.

სტალინს მაშინ, სათანადო ძალაუფლება არ ჰქონდა. მოძლიერების შემდეგ კი, მან სწორედ რომ, – ქართული აზროვნების მეთოდებით, განაახლა ქვეყნის მართვა. სამამულო ომის წინა პერიოდში, ქართველი სპეციალისტები, ჭარხლის შაქრის წარმოების წინააღმდეგ წასულან, რადგან მიაჩნდათ რომ, ჭარხალი – მცირე მოსავალს იძლეოდა. რესპუბლიკის პარტიულმა ხელმძღვანელობამ, – მოსკოვს, წერილითაც კი მიმართა, რათა ჭარხლის თესვა, გეგმიდან ამოეღოთ. სტალინი, პრინციპულად არ დათანხმებია ამ მოსაზრებას: ,,რაიმე გართულების შემთხვევაში, რესპუბლიკას – თავისი რესურსების მინიმუმი, უნდა ჰქონდესო“; – უთქვია მას, და ის რომ დღეს, – აგარის შაქრის ქარხანა არსებობს, – სწორედ – სტალინის პირადი დამსახურებაა. სამამულო ომის უმძიმეს პერიოდში, პირიქით, შაქრის ჭარხლის წარმოება საქართველოში, 2.000 – ი ჰექტრით გააზრდევინა. ძალიან ბევრმა ისიც არ იცის რომ, სტალნი რომ არა, ვერ მოხერხდებოდა კოლხეთში, საუკეთესო – „საპობი ატმის“ მოშენება, და მესხეთში კიდევ – მეხილეობის აყვავება. არც ის არ იცის ბევრმა რომ, ქართული ჯიშის, მივიწყებული ხორბლის – ,,მახობელას“, – ახლიდან სარბიელზე გამოყვანა, ესეც უშუალოდ, – სტალინის დამსახურებაა. ,,ეს ხორბალი, ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, და უამრავი რაოდენობით ცილებს შეიცავს, რაც ესეოდენ საჭიროა, ადამიანის ორგანიზმისთვისო. ,,მახობელა“, ორი კვირითაც რომ გააჩერო, ის ისევ ისეთი გემრიელი, და რბილი რჩება, და გლეხს, – მოუცლელობის შემთხვევაში, რადგან მას უამრავი საქმე აქვს სოფლად, და პურის ცხობა რომ გადაუვადდეს კიდეც, ,,მახობელა“ – თავის კვებით ღირებულებებს, არაფრის დიდებით, არ დაკარგავსო“ – უთქვია მას, ქართველი სპეციალისტებისთვის. მას, ბრწყინვალედ ჰქონდა შესწავლილი, საქართველოს გვიანი ფეოდალური ხანის ისტორია, და ისიც კი დაუსაბუთებია რომ, – მესხეთში მეხილეობა უნდა განვითარებულიყო, რადგან, – ისიც აქვს ნათქვამი რომ: ,,მეფე ნიკოლოზს, – ახალციხის ვაშლი, გემებით – ამერიკაში იმიტომ გაჰქონდა რომ, ის ექვსი თვის განმავლობაში ინახებოდაო“…. ასეთი სიღრმისეული ცოდნა ჰქონდა მას, ცხოვრებისეულ – ნებისმიერ საკითხზე. იმის გამო რომ, სტალინმა მნიშვნელოვნად გაზარდა – მძიმე ინდუსტრიული, და სასოფლო – სამეურნეო წარმოება, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად შემცირდა კიდეც, – პროდუქციის თვითღირებულება. პირველი ფასდაკლებების შემდეგ, სტალინმა მოახერხა – საბარათე სისტემის მოსპობა, ხოლო 2 – რე ფასდაკლების შემდეგ, მოსახლეობამ, 55 % – ით მეტი პურის, 14 % – ით მეტი ხორცის და ხორცპროდუქტების, და 12 % – ით მეტი მარცვლეულის შეძენა მოახერხა. ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან დაკავშირებით, ოფიციალური სტატისტიკა კი, 45 % – იან ფასდაკლებაზე მეტყველებს, ხოლო, 3 – მე ფასდაკლებების შემდეგ, მოსახლეობამ საბჭოეთში, – ყველა წარმოებულ პროდუქციაზე, 43 % – ით მეტი პროდუქციის შეძენა შეძლო, რამაც, არნახული ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, თვითოეულ ოჯახში, – იმ უკიდეგანო ქვეყნის მაშტაბით. სტალინის მიერ, გადადგმული ამ ნაბიჯების შედეგად კი, თვითოეული ოჯახის კულაბის დანაზოგმა, – მარტო პროდუქტზე, 190.000.000 – თ მილიონ მოსახლეს მიღწეულმა ქვეყანამ, 135.000.000.000 – ი, ხოლო – თვითოეულ ოჯახზე, 710 – ი დაზოგილი მანეთი შეადგიანა. ამავდროულად, ნურავინ დაივიწყებს იმასაც რომ, გაიზრდა მშრომელი მოსახლეობის ხელფასები, ასევე, გამორჩეულად გაუმჯობესდა, – პენსიონერებისა და სტიპენდიანტების მდგომარეობა, რადგან, იმ ქვეყანაში, – აბსოლიტურად ყველა წარმოებულ პროდუქციაზე, – ფასების შემცირების დროსაც კი, – პროდუქციის მატების ხარჯზე, – ჯამაგირის, პენსიების, და სტიპენდიების ანაზღაურება, – იზრდებოდა კიდეც. 1950 – ი წლის 1 – ი მარტიდან, ამაღლდა – მანეთის მსყიდველობითი უნარი, და ძირეულად გაუმჯობესდა, – საბჭოთა მანეთის კურსი – ნებისმიერ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, და ოფიციალურად დაფიქსირდა, წარმოებულ ყველა პროდუქციაზე, – ძირეულად გაუმჯობესებული პროცენტული ცვლილებები, რომელიც გამოქვეყნებული იყო კიდეც, გაზეთ – ,,პრავდაში“ – 1950 – ი წლის, 1 – ლ მარტს.
P. S. ერთმანეთის მონაცვლე, – მოღალატე, გაიძვერა, და უთაო ხელისუფლებებო, ეგ თავები, მარტო იმიტომ გაბიათ რომ, კოსტუმები არ წამოგძვრეთ?; რომ ყრანტალებთ, უჯიშო კაპიტალისტების – ქვეყნის დამღუპველ ინვესტიციებზე, და ქვეყნის ხსნა რომ, ინვესტიციის წყალობად მიგაჩნიათ, მისაბაძ მაგალითად, იქნებ სტალინური რეფორმები აგერჩიათ, მაგრამ, – ვინღა უღალატოს მერე ქვეყანას?….

სოციალური ქსელი: ბესო ბესო