„არანირი გენოციდი არ მომხდარა“. თურქეთს ამის დასამტკიცებლად „1.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი აქვს“. – ერდოღანი

სომხეთს გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ანკარა გამუდმებით მოუწოდებდა სომხეთს გაეხსნა არქივები, რომ მომხდარიყო 1915 წლის მოვლენების გამოძიება, თუმცა ისინი არქივებს არ ხსნიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ერევანი ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის, „არანირი გენოციდი არ მომხდარა“ და თურქეთს ამის დასამტკიცებლად „1.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი აქვს“.

12 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის „გენოციდად აღიარებას“. მოგვიანებით, თურქეთში განაცხადეს, რომ სამაგიეროდ, თურქეთის პარლამენტი „ინდიელთა გენოციდის“ შესახებ მიიღებდა რეზოლუციას.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”