არგენტინაში აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოეწერა

არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა აბორტის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

კანონის თანახმად, აბორტის გაკეთება 14 კვირამდე ორსულობის პერიოდში იქნება დაშვებული.

„ბევრი ქალისთვის დღევანდელი დღე მრავალწლიანი ბრძოლის დასასრულია, რომელშიც მათ იმის მიღწევა სურდათ, რომ აბორტი დანაშაული არ ყოფილიყო“, – აღნიშნა არგენტინის პრეზიდენტმა.

აქამდე არსებული კანონის თანხმად, აბორტი დაშვებული იყო მხოლოდ გაუპატიურების შედეგად დაორსულების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.

ლათინური ამერიკის რეგიონში აბორტი დაშვებულია მხოლოდ კუბაზე, ურუგვაიში, გაიანასა და მექსიკის ერთ-ერთ შტატში.

წყარო: itv.ge