როგორც ცნობილია, „ფეისბუქის“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ანგარიშისა და ჯგუფის წაშლა მოხდა. ბოკერიას განცხადებით, „ფეისბუქის“ მიერ ჩატარებული კვლევა იმის მტკიცებულებაა, როგორ ხარჯავდა ხელისუფლება ფულს დაპირისპირების, სიბინძურის და სიძულვილის დასათესად.
„ქართულმა საზოგადოებამ უკვე წლებია იცის, რომ მედიასივრცეში არსებობს ივანიშვილის მანქანა, რომელიც დიდი ხანია სიბინძურეს, სიძულვილს, დაპირისპირებას თესავს, მაგრამ ამ საკითხის ასეთი ყოვლისმომცველი შესწავლა აქამდე არ მომხდარა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
პ.ს. ტრაფარეტულია, მაგრამ მაინც… პარადოქსების ქვეყანაა საქართველო! ათეისტი ბოკერია ჯერ იყო და უღმერთობას აბრალებდა ივანიშვილის მთავრობას, ახლა “ტროლებისა” და “ბოტების” არსებობამ შეაძრწუნა.