“ვის ფულებს ითვლით სხვის ჯიბეში, ასე რამ გაგაბოროტათ, ასე როგორ დაგიმგვანათ მამაძაღლმა სეთურმა?!” – ბონდო ქურდაძე

ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლისა და „ქართუ ფონდისთვის“ საკუთარი ქონების 95%-ის გადაცემის საკითხზე ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„წავიდა და წავიდეს… ჩემთვის და შენთვის რა გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს“, – მეუბნება ერთი წამიშარასტო ემიგრანტი…

რამ დააბნელა ეს ხალხი?! ჩემი, შენი და ჩვენი შვილების არ არის ის 900-მდე აღდგენილი და რესტავრირებული ეკლესია-მონასტერი?!  3 წელი არ ეყოფა ადამიანს თითოეული ძეგლის სანახავად, სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო კერებზე რომ არაფერი ვთქვათ…

ძაღლებს და კატებს უტოვებენ, სიკვდილის შემდეგ ევროპელი მილიარდერები თავის ქონებას(!)…  ამ ღვთისნიერმა კაცმა კი, თავის ხალხსა და ქვეყანას გადასცა თავისი ქონების 95 პროცენტი, 4 მილიარდზე მეტი…

მაგას, ოფშორში, კიდევ ბევრი ექნება გადანახულიო, ხმის ჩახლეჩვამდე გაჰკივის „მთავარი არხი“, ვის ფულებს ითვლით სხვის ჯიბეში, ასე რამ გაგაბოროტათ, ასე როგორ დაგიმგვანათ მამაძაღლმა სეთურმა?!“