გრაფ მონტე კრისტოს მსგავსად ცხოვრობდა, ეწეოდა ქველმოქმედებას და არ ჩანდა – თენგიზ ცერცვაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე

თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ისეთერში ილაპარაკა.

„პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოს მსგავს ცხოვრებას ეწეოდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ არ იცნობდა სახეზე.“, – განაცხდა ცერცვაძემ.

„გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი. ამოვიდა, გამეცნო. გაგონილი მქონდა ვინ იყო. მას აინტერესებდა კონსულტაცია სამედიცინო საკითხებზე. ცნობილია, რომ ის ძალიან დაინტერესებული კაცია. ყველაფერი რასთანაც შეხება აქვს აინტერესებს და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა ჩაიხედოს, გაერკვეს.

იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც საინტერესო პრობლემას ეხებოდა, კერძოდ ვირუსები, რომელიც იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის სწავლობდა ამ პრობლემას და კითხულობდა. მაშინ ის უცხოეთში უფრო ხშირად იყო ვიდრე აქ და ფრანგ ექიმებთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია. მოვიდა, ვისაუბრეთ, კარგახანს დარჩა, ალბათ 2 საათი. ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სიმპატიას და ურთიერთობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.