ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 23 წლის მამაკაცის ცხედარი, ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს აღმოაჩინეს.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა გამხდარიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: ptn.ge