ამერიკული მართლმსაჯულების გიჟური და სადისტური მხარე

დასავლეთი სულ უფრო დიდი სისწრაფით მიიწევს ნამდვილი კლინიკური სიგიჟისაკენ, რასაც თან ახლავს დასავლური სისტემის დანაშაულებრივი და ლამის სადისტური მიდრეკილებების დადასტურება. მკითხველებმა თავად განსაჯონ:

სურათზე: “საშიში დამნაშავე” ადოლფო მარტინესი, რომელმაც ლგბტ-დროშა დაწვა.

აიოვას შტატში “გეი”-დროშის (ე. წ. ლგბტ საზოგადოების სიმბოლოს) დაწვის გამო მოქალაქეს 15 წელი ციხე მიუსაჯეს. 30 წლის ადოლფო მარტინესმა აღიარა, რომ მან ადგილობრივი პროტესტანტული სამლოცველოდან ჩამოხსნა სექსუალური უმცირესობების დროშა მათდამი სიძულვილის გამო.

კიდევ ერთხელ: მოქალაქე მარტინესმა ლგბტ-დროშა ჩამოხსნა ეკლესიის შენობიდან!

ამის გამო მას სასამართლომ 15 წელიწადი მიუსაჯა!

რა თქმა უნდა, მარტინესის მოტივზე გაამახვილეს ყურადღება, რომ იგი “სიძულვილის მოტივით” მოქმედებდა და თან თურმე ცეცხლთან “სახიფათოდ თამაშობდა”.

ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ბი-ბი-სიმ გაავრცელა.