როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ – ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის.
“400-მდე დელეგატია დღეს მოწვეული, ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე. კახი კალაძე თბილისის მერია, გიორგი გახარია ისევ პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება არჩეული ირაკლი კობახიძე. გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის, პირიქით, როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ” – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
“ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.
წყარო: newposts.ge