„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21-მდე გაიზრდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიის ყრილობაზე მოხდება წესდების განახლებაც და პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობა 15-დან 21 -მდე გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლის განცხადება გააკეთა, ის დღევანდელ ყრილობას არ დაესწრება.

ამასთანავე, პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ჩანიშნული პარტიის ყრილობა საეტაპო იქნება და „ქართულმა ოცნებამ” სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს ის გუნდურობა და იდეოლოგიური სიმტკიცე, რომელიც მას აქვს.

“ზოგადად იცით, რომ ყრილობაზე ხდება, ასევე, წესდების განახლებაც, ის, რომ მათ შორის, 15 წევრიდან პოლიტსაბჭო გაიზრდება 21 წევრამდე, რაც შეეხება ყველა სხვა საკადრო გადაწყვეტას თუ სტრუქტურას ამას ყველაფერს გაიგებთ დღეს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

“რეზონანსი”