ოპოზიცია პარალელური პარლამენტის შექმნას გეგმავს?! – გუბაზ სანიკიძის განცხადება

ოპოზიციამ შესაძლოა, ალტერნატიული პარლამენტი შექმნას. ამ იდეით გამოდის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც იქვე განმარტავს, რომ ოპოზიციურ ერთობას დიდი გამოცდა ელის.

„ბოიკოტი არის პრინციპული საკითხი, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ერთობას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. მე ვისურვებდი, რომ მოთმინება ისწვალონ პოლიტკოსებმა.

ოპოზიციამ უნდა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. მე მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობებით ისარგებლეს, დღევანდელ, ე.წ. ქართული ოცნების პარლამენტზე.

აქ არის რაღაც შიშები ოპოზიციაში, რომ თითქოს ეს არის უკანონო. რა არის უკანონო? ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან რთულია სიმხდალე.

ქართული ოცნება ცდილობს, გარკვეული წარმატებითაც, ქვეყნის გარეთ შექმნას იმიჯი, რომ ოპოზიცია არის ამრევი და თავად არიან სტაბილურობის გარანტი. პირიქით უნდა შევუტრიალოთ ეს იქეთ“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ალტერნატიული სტრუქტურების შექმნაზე საუბარია რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომელიც გუბაზ სანიკიძის და თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ბიძისგან იღბს ინსტრუქციას სწორედ ალტერნატიული სტრუქტურების შექმნის შესახებ.