“გურიაში გლეხებს ათობით, ასობით ტონა მანდარინი ულპებათ სახლებში. სრული უიმედობაა დასადგურებული ხალხში.
რას უნდა აკეთებდეს ამ დროს საქართველოს მთავრობა? უახლოეს სამეზობლოში – უკრაინაში, ბელარუსში, ბალტიის ქვეყნებში, სომხეთში, ირანში, ყაზახსტანში, თურქმენისტანში – თავისი სავაჭრო წარმომადგენლებისა და დაინტერესებული კერძო კომპანიების მეშვეობით უნდა ეძებდეს იმპორტიორებს, ქმნიდეს საექსპორტო ლოგისტიკურ ჯაჭვს, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ნაწილობრივ, ხსნიდეს შეზღუდვებს, მოკლედ – ყოველნაირად იცავდეს საკუთარ მწარმოებელს გაკოტრებისაგან. და რას აკეთებს დღეს საქართველოს მთავრობა? წარმატებულად წარმართავს “მცირე მიწისა” და “აღორძინების”, უი,შემეშალა,ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის ქება-დიდების კამპანიას. P.S. ვისაც ჩემი პოსტის პირველი აბზაცის სიმართლეში ეჭვი გეპარებათ,შემიძლია ახლავე მოგცეთ ორი ფერმერის კოორდინატები,რომლებსაც 150 ტონა მანდარინი ულპებათ სახლებში” –წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კახა მგელაძე.