ბაკურიაში კოტეჯებიდან აგდებენ ადამიანებს, ოცნების შემომწირველები კი საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ – ელენე ხოშტარია

ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ, – ამის შესახებ პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

„მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო ((შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) 3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ სალომე სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.

ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე „ოცნების“ შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან. ზურაბ ჩხაიძეს („კახური ტრადიციული მეღვინეობა) „ქართული ოცნებისთვის“ 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. ჯამში 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა“, – წერს ხოშტარია.