“შეზღუდვები შესაძლოა მომავალ ზამთრამდე გაგრძელდეს” – ეპიდემოლოგის განმარტება

“თუ მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებში მასშტაბური ვაქცინაცია არ ჩატარდება, შეზღუდვები შესაძლოა მომავალ ზამთრამდე გაგრძელდეს,” – ამის შესახებ ბრიტანეთის წამყვანმა ეპიდემოლოგმა, აზრა ღანმა გამოცემა The Guardian– თან განაცხადა.

როგორც გამოცემასთან ეპიდემოლოგი განმარტავს, ვაქცინა საშუალებას მოგვცემს ნორმალურ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი კვლავ ცირკულირებს გლობალური მასშტაბით.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა საშუალებას მოგვცემს ნორმალურ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი კვლავ ცირკულირებს გლობალური მასშტაბით და მაშინაც კი, თუ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა სრულად იქნება ვაქცინირებული, შესაძლოა ვირუსი სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, – აცხადებს ეპიდემიოლოგი.